„ქართულ ოცნებას“ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭების განსაკუთრებული „ნიჭი“ აღმოაჩნდა და ასეთი ქმედებებს სათანადო შედეგებიც მოსდევს – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
„ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში.
ასეთ დროს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ახალ ადმინისტრაციასთან კავშირების აშენებას და ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა ცდილობდეს, ჩვენ კი ათწლეულობით ნაშენები სტრატეგიული პარტნიორობა გაყინვამდე მივიყვანეთ.
სამწუხაროდ დღეს ჩვენი საერთაშორისო პოზიციები საგანგაშოდ არის გაუარესებული და მარტო ვრჩებით იმ საფრთხეების წინაშე, რასთან გამკლავებაც მეგობრების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“ – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.