ტრამპის პირველი კომენტარი პუტინის განცხადებაზე 30-დღიან ზავთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი კომენტარი გააკეთა ს განცხადებაზე 30-დღიან ზავთან დაკავშირებით.
ტრამპის თქმით, პუტინმა “ძალიან იმედისმომცემი” კომენტარი გააკეთა, თუმცა ეს არ იყო ფინალური პოზიცია.
მისივე თქმით, ის მზადაა პირადადაც ესაუბროს პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვშია სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.
“იმედი მაქვს, რომ სწორ სვლას გააკეთებს”, – განაცხადა ტრამპმა ნატოს-ს გენმდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ თანახმაა ში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ამან უნდა მიგვიყვანოს “გრძელვადიან მშვიდობამდე” და კონფლიქტის მთავარი მიზეზების გადაჭრამდე.
“იდეა თავისთავად სწორია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ ამერიკელ კოლეგებთან და ალბათ ტრამპთან სატელეფონო საუბრით”, – განაცხადა პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინის თქმით, გასარკვევია, როგორ იქნება ორგანიზებული ჰიპოთეტური დროებითი ზავი უკრაინაში, ხომ არ გამოიყენებს უკრაინა ამ პერიოდს მობილიზაციისა და იარაღის მარაგების შევსებისთვის, ვინ დაადგენს, ვინ დაარღვია შეთანხმება, რა იქნება ამის შედეგები და ა.შ.
11 მარტს, საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ რუსეთიც დაიცავს მას.
13 მარტს -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.
უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო ჯერ 2014 წელს დონბასში ჰიბრიდული თავდასხმითა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიით, მოგვიანებით კი, სრულმასშტაბიანი აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით