აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Nvidia-ს H200 ტიპის ჩიპების ექსპორტის უფლება მისცა, თუმცა პეკინი კომპანიის ამ პროდუქტზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს.
გამოცემას ორმა წყარომ აცნობა, რომ მსურველებს, სავარაუდოდ, სპეციალური პროცედურის გავლა მოუწევთ და ჩიპების შეძენის მოთხოვნის წარდგენა დასჭირდებათ, რათა ახსნან, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებენ მათ საჭიროებებს ადგილობრივი მწარმოებლები.
წყაროები ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩინეთის მიზანი ადგილობრივი ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაძლიერებაა. თუმცა, მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ თეთრი სახლი კომპანია Nvidia-ს საშუალებას მისცემს, მის წარმოებაში არსებული რიგით მეორე საუკეთესო H200 ტიპის AI ჩიპები ჩინეთში ექსპორტზე გაიტანოს, რის სანაცვლოდაც კომპანია ამ ჩიპების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების 25%-ს მთავრობას გადასცემს.
Truth Social-ზე ტრამპის პოსტის გამოქვეყნებას მარკეტის დახურვის შემდგომ საათებში ვაჭრობისას Nvidia-ს აქციის ფასების 2%-ით გაზრდა მოჰყვა, რასაც წინ უძღოდა დღიური 3%-იანი ზრდა.
tabula.ge




