აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი 10%-იანი. შესაბამისი ბრძანების ხელმოწერა ტრამპმა 20 იანვრისთვის დააანონსა.
“20 იანვარს ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, ყველა საჭირო დოკუმენტს, რათა დავაკისრო მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფი ყველა პროდუქტზე, რომელიც შემოდის შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ტარიფები დარჩება მანამ, სანამ მექსიკა და კანადა არ შეზღუდავენ ნარკოტიკებსა და მიგრანტებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება ჩინეთს, ვიდრე მისი მთავრობა ქვეყნიდან სინთეზური ოპიოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.