ტრამპის მუქარა ინდოეთს – რუსეთთან ვაჭრობის გამო აშშ-ი პრეზიდენტი 25%-იანი ტარიფების შემოღებას აპირებს

დონალდ ტრამპის მორიგი გააფრთხილა ინდოეთს. -ის პრეზიდენტი ქვეყანას დან ნავთობისა და იარაღის ყიდვის გამო ტარიფებით ემუქრება. დელიში კი აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებები წარმატებული იყო და იმედოვნებენ, რომ შემოდგომაზე სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევენ.
განცხადება დონალდ ტრამპმა Truth Social-ში გაავრცელა და თქვა, რომ აშშ ინდოეთს 1 აგვისტოდან 25%-იან ტარიფს დაუწესებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ინდოეთთან უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი აქვს და ინდოეთი რუსეთისგან ყიდულობს სამხედრო აღჭურვილობას და ენერგორესურსებს, რაც მიუღებელია.
„მათი ტარიფები ძალიან მაღალია — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი — და მათ აქვთ ყველაზე რთული და შემაძრწუნებელი არასატარიფო სავაჭრო ბარიერები ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით. ისინი ასევე ისტორიულად ყიდულობდნენ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის დიდ ნაწილს რუსეთიდან და არიან რუსული ენერგიის უმსხვილესი მყიდველები, ჩინეთთან ერთად“, – წერს ტრამპი Truth Social-ში და აღნიშნა, რომ ინდოეთს არა მხოლოდ ტარიფები, არამედ „ყველა ზემოაღნიშნულისთვის ჯარიმებიც“ ემუქრება.
აპრილში, როდესაც ტრამპმა ათობით ქვეყნისთვის ტარიფების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება, დელიდან საპასუხოდ 26%-იანი გადასახადის დაწესების მუქარა მიიღო. თუმცა, ქვეყნების უმეტესობისთვის ტარიფების ამოქმედება 1 აგვისტომდე გადაიდო.
აშშ-სა და ინდოეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე ჩატარდა 5 რაუნდი. დელიში მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ოქტომბრისთვის იქნება შესაძლებელი. დელიში ამბობს, რომ ტარიფები შესაძლოა „ყველაზე ცუდ სცენარში“ შემოიღონ და ეს „დროებითი ღონისძიება“ იქნება.
„Times of India“ წერს, რომ ამერიკული დელეგაცია ინდოეთში 25 აგვისტოს ჩავა ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ დელიში არ მიუღიათ წერილი ტარიფებთან დაკავშირებით, რომელიც ტრამპმა სხვა ქვეყნებს უკვე გაუგზავნა. სავაჭრო დეფიციტით გამოწვეული ტარიფების გარდა, ინდოეთს ტარიფის დაწესება რუსეთიდან საწვავის შესყიდვის გამოც ემუქრება. საკითხი ეხება შეერთებული შტატების მიერ რუსული ნახშირწყალბადების მიმღები ქვეყნებისთვის ე.წ. მეორადი 100 ან 500%-იანი (ზუსტი რაოდენობა გაურკვეველია) ე.წ. მეორადი ტარიფების შემოღებას.