ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის საკადრო პოლიტიკას უკვე შეეტყო, რომ მათი ჩვენთან ღირებულებითი თანხვედრა რეალურია

„საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფოა და მას აქვს ლეგიტიმური უფლება, ის რაც დასავლური ღირებულებების ანი და ბანია მოითხოვოს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ამერიკის პოლიტიკა დროთა განმავლობაში აუცილებლად გავრცელდება ევროპაზეც და საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის საკადრო პოლიტიკას უკვე შეეტყო, რომ მათი ჩვენთან ღირებულებითი თანხვედრა რეალურია და რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ევროპაზეც თავისთავად გავრცელდება. მიმაჩნია, რომ ევროპაშიც ჭეშმარიტი დასავლური პოლიტიკა თანდათან დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას, ანუ იმ მდგომარეობას, რაც იყო უკრაინის ომამდე.
ეს კი იქნება რეალური მექანიზმი საქართველოსთან ურთიერთობების გადასატვირთად. საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფოა და მას აქვს ლეგიტიმური უფლება, ის რაც დასავლური ღირებულებების ანი და ბანია მოითხოვოს. ეს ღირებულებებია სრულუფლებიანობა, კანონის უზენაესობა, ურთიერთ პატივისცემა, პარტნიორული ურთიერთობები, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით.
ჩვენ ყოველთვის ღიად ვტოვებდით შესაძლებლობას ურთიერთობისას, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გამოყენებული რეანიმაციად იმ პოლიტიკური ჯგუფისა, რომელიც ძალიან მძიმედ ახსოვს ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე წლებია ღიად აფიქსირებს და 2024 წლის არჩევნებზეც დააფიქსირა, რომ არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია. საზოგადოების და ხალხის სურვილი კი დასავლური ღირებულების მთავარი ნაწილია,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში