ტრამპის მომავალ კაბინეტში 2 წინააღმდეგობრივი ნომინაციაა

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ს მიერ მომავალ კაბინეტში საკვანძო პოსტებზე წარდგენილ ნომინანტთა შორის ორი, წარსულში, გახმაურებულ სექსუალურ სკანდალებში იყო გახვეული. შესაძლოა, ამ ფაქტმა სენატში მათი დამტკიცების პროცესი შეაფერხოს. ესენია: ტელეკომპანია “ფოქს-ნიუსის” (Fox News) წამყვანი პიტ ჰეგსეთი, რომელიც თავდაცვის მდივნის პოსტზეა წარდგენილი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი რესპუბლიკელი წევრი, მეტ გაეცი.
პიტ ჰეგსეთი
ჰეგსეთის ადვოკატი ტიმ პარლატორე არ ამჟღავნებს იმ თანხის მოცულობას, რომელიც 44 წლის ტელეწამყვანმა და ვეტერანმა, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, ბრალმდებელს დუმილის სანაცვლოდ გადაუხადა. მისი თქმით, 2017 წელს, მისი კლიენტისადმი წაყენებული ძალადობის ბრალდება უსაფუძვლო იყო.
განცხადება ადვოკატმა, გასულ უქმეებზე, ამერიკულ მედიასთან გააკეთა. საუბარია რესპუბლიკური პარტიის ღონისძიების შემდეგ, სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე, რომელსაც ადვოკატის თქმით, ორმხრივი შეთანხმება ედო საფუძვლად.
გამოძიება კალიფორნიის ქალაქ მონტერეიში 2017 წელს დაიწყო, მაგრამ პოლიციამ გამოძიების დასრულების შემდეგ, საქმეს მსვლელობა აღარ მისცა. პარლატორემ “ვაშინგტონ პოსტთან” განაცხადა, რომ ჰეგსეთი მომჩივანს რამდენიმე წლის შემდეგ მხოლოდ იმიტომ გაურიგდა, რომ მისი რწმენით, საჩივრის გამო, მისი კლიენტი შეიძლებოდა “დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ” ტელეკომპანია “ფოქსიდან”, სადაც მას უქმეებზე გადაცემა მიჰყავდა.

ადვოკატმა განცხადებები ამერიკულ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპის გარდამავალი პერიოდის გუნდს, მომჩივანი ქალის მეგობარმა მომხდარზე ვრცელი, დეტალური ანგარიში გაუგზავნა. წერილის ავტორი ჰეგსეთს სასტუმროს ბარში ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მისი მეგობრის გაუპატიურებაში სდებს ბრალს.

ჰეგსეთის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს როგორც დემოკრატთა, ისე რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი. თავად დონალდ ტრამპი მისი კანდიდატურის გვერდში რჩება.
პენტაგონის მომავალმა შეფმა უნდა უხელმძღვანელოს შეერთებული შტატების თავდაცვის უზარმაზარ დეპარტამენტს, რომელშიც ერთიანდება 800 000-ზე მეტი თანამშრომელი და ორმილიონიანი ამერიკული არმიის შემადგენლობა.

ზოგიერთი კრიტიკოსი ყურადღებას ჰეგსეთის ტატუზეც ამახვილებს. მას მკერდზე ქრისტიანული სიმბოლო, იერუსალიმის ჯვარი აქვს გამოსახული, რომელიც ზოგის მტკიცებით, თეთრკანიან ნაციონალისტთა სიმბოლოც არის. თავად ჰეგსეთიც ყვება, რომ ე.წ. “ექსტრემისტული ტატუს” გამო, ეროვნულმა გვარდიამ ის 2021 წელს პრეზიდენტ ს ინაუგურაციის ცერემონიაზე არ დაუშვა.

აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ტრამპის პრესსპიკერმა სტივენ ჩენგმა თქვა, რომ ჰეგსეთი მათ “დაბეჯითებით” უარყოფს.
“სულმოუთქმელად ველით მის დამტკიცებას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად, რათა ის პირველივე დღეს შეუდგეს ამერიკის უსაფრთხოებასა და დიდებულებაზე მუშაობას”, – თქვა პრესსპიკერმა.
მეტ გაეცი
5 ნოემბერს, მეტ გაეცი ფლოირიდელმა ამომრჩევლებმა კონგრესში მეხუთე ვადით აირჩიეს, მაგრამ 42 წლის გაეცი, 13 ნოემბერს, მოულოდნელად გადადგა. სულ რამდენიმე დღეში, წარმომადგენელთა პალატას უნდა გამოეტანა დასკვნა, რომელიც მის სექსუალური ხასიათის ბრალდებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეფუძნება.
კონგრესის ეთიკის კომისია გაეცის საქმეს 17 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდების გამო იძიებდა. თავად გაეცი, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმება და რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას უარყოფს.
ამერიკელი კანონმდებლები ჰყვებიან, რომ გაეცი მათ მობილურ ტელეფონში თავის სექსუალურ “მონაპოვართა” შიშველ ფოტოებს აჩვენებდა. თავად გაეცი ბრალდებებს უარყოფს. წლის დასაწყისში, ფედერალურ უწყებაში მისი საქმის გამოძიება გაეცისთვის ბრალის წაყენების გარეშე შეწყდა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პალატის რესპუბლიკელი ლიდერი მაიკ ჯონსონი, გაეცის ნომინაციას ემხრობა. ის აცხადებს, რომ კანონმდებელთა ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ეთიკის კომისიის ანგარიში საჯარო არ უნდა გახდეს, ვინაიდან გაეცი კონგრესის წევრი აღარ არის.

ჯონსონის თქმით, სენატში კაბინეტის ლიდერთა პოსტებზე დამტკიცების საკმარისად მკაცრი პროცესია დამკვიდრებული. სპიკერი თვლის, რომ ამისთვის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომისიის ანგარიშის გაცნობა საჭირო არ არის. ზოგიერთი სენატორი აცხადებს, რომ თუ მათ გამოძიების დეტალებს საკუთრი ნებით არ გააცნობენ, მაშინ ანგარიშზე სპეციალური ორდერი გაიცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ