ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ბაიდენი მას ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტი, ს მკვლელობის მცდელობის შემდეგ მას ტელეფონით ესაუბრა. საუბრის დეტალები უცნობია.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაიდენი ვაშინგტონში ნაადრევად ჩავიდა. ის დღეს ტრამპის მკვლელობის მცდელობის თაობაზე სამართალდამცავებთან და -ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტთან (DHS) შეხვედრას გამართავს.
13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა, მას ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში მსუბუქად დაიჭრა. დაიღუპა ექსპრეზიდენტის ერთი მხარდამჭერი. მოკლულია თავად თავდამსხმელიც.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია. გამოძიება გრძელდება.