ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფების ფონზე ამერიკელებმა სასურსათო პროდუქტების მომარაგება დაიწყეს – The Independent

ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფების ფონზე ამერიკელებმა სასურსათო პროდუქტების მომარაგება დაიწყეს – The Independent
გამოცემა The Independent-ის მტკიცებით, -ის მოქალაქეებმა პირველადი მოხმარების ნივთების მომარაგება დაიწყეს. მოსახლეობის შეცვლილი ეკონომიკური ქცევა კი ს მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს უკავშირდება.
წყაროს ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, მოქალაქეები სუპერმარკეტებში ყველაფერს გაორმაგებულ რაოდენობით ყიდულობენ, განსაკუთრებით კი: ლობიოს, კონსერვებს, ფქვილს, ხანგრძლივი ვადით ვარგის პროდუქტებს, ასევე იაფი ბრენდების საქონელს.
როგორც ლოგისტიკური კომპანია GCG-ის დამფუძნებელმა მანიშ კაპურმა განმარტა, ტარიფებმა გააღვივა შიში, რომელიც პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებმა პროდუქტის დეფიციტი და ინფლაცია გამოიწვია.
„რეაქციას ჯერ პანდემიის დონემდე არ მიუღწევია, მაგრამ ხალხი შეშფოთებულია, რომ ფასები გაიზრდება და ამიტომ პროდუქტების მომარაგება დაიწყეს”,- ამბობს კაპური.
კვლევითი ორგანიზაციის, Tax Foundation-ის გამოთვლებით, ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფები აშშ-ის მოსახლეობას მომდევნო ათი წლის განმავლობაში $3,1 ტრილიონი დაუჯდება.
ეს თანხა ასახავს ტარიფების პირდაპირ გავლენას როგორც მომხმარებლებზე, ასევე ბიზნესებზე – ფასების ზრდით, პროდუქციის ხელმისაწვდომობის შემცირებითა და ეკონომიკურ ზრდაზე მავნე ზემოქმედებით. ექსპერტების თქმით, ამ ყველაფერმა შესაძლოა ინფლაციის ზრდა დააჩქაროს.
2 აპრილს დონალდ ტრამპმა 10-დან 50%-მდე ტარიფები 211 ქვეყნისა და ტერიტორიისგან იმპორტირებულ საქონელზე დააწესა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი აშშ-ის ეკონომიკის „გაჯანსაღებას“ ემსახურება. ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი მოსაკრებლების შედეგად აშშ დღეში დაახლოებით $2 მილიარდს იღებს.
ამ ეტაპზე, რუსეთსა და ბელარუსზე ტარიფები არ გავრცელებულა.