ტრამპის მიერ სახ.მდივნის პოსტზე წარდგენილ მარკო რუბიოს სენატორი შაჰინი საქართველოზე ესაუბრა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი -ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ს მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოს საქართველოს საკითხზე ესაუბრა.
ჯინ შაჰინის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის წინაშე მდგარი არაერთი გლობალური გამოწვევის განხილვის გარდა, ისაუბრეს “საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე”.
“ დღევანდელი შეხვედრა სენატორ რუბიოსთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, განგვეხილა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი გლობალური გამოწვევა, მათ შორის ჩინეთის და ს მხრიდან ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევა, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება რუსეთის უსაფუძვლო შეჭრის ფონზე და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მოგვარება, განსაკუთრებით სირიის ყოფილი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს მიმართ, აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე უცხოეთში და იმაზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიური თანამდებობები რაც შეიძლება მალე შეივსოს კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით.
სენატორ რუბიოსთან ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ, როგორც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, და მოუთმენლად ველოდები ამ საკითხების შემდგომ განხილვას მის დამტკიცების მოსმენაზე”, – აცხადებს ჯინ შაჰინი.