ტრამპის მიერ მოთხოვნილი რეფორმების კრიტიკის ფონზე კოლუმბიის უნივერსიტეტის რექტორი გადადგა

28 მარტს, კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კატრინა არმსტრონგი გადადგა მას შემდეგ, რაც ინსტიტუტის გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა -ს პრეზიდენტ ს მიერ მოთხოვნილ რეფორმების კრიტიკა მოჰყვა.
აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მარტის დასაწყისში კოლუმბიის უნივერსიტეტს $400 მილიონის გრანტი შეუჩერა და დაიმუქრა, რომ ყველა მომავალ დაფინანსებას შეწყვეტდა, თუ უნივერსიტეტი არ დათანხმდებოდა იმ ზომებს, რომლებიც, მთავრობის მტკიცებით, კამპუსში ანტისემიტიზმის აღმოფხვრისთვის იყო აუცილებელი.
კოლუმბიის უნივერსიტეტმა არ გაასაჩივრა ეს მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული ექსპერტები მთავრობის ქმედებებს სამართლიანი პროცედურების დარღვევად მიიჩნევდნენ და პროფესორ-მასწავლებლები შეშფოთებას გამოხატავდნენ, რომ ეს ზომები აკადემიურ დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა.
Financial Times წერს, რომ არმსტრონგი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა—მას უნივერსიტეტის წინააღმდეგ მთავრობის თავდასხმებისა და დაფინანსების შემცირების მოგერიებდა უწევდა, თუმცა ამავდროულად, პროფესორებისა და სტუდენტების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, რომლებიც მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ეწინააღმდეგებოდნენ.
უნივერსიტეტი ცდილობდა, თავიდან აეცილებინა სარჩელები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს გაასაჩივრებდა. თუმცა, ამ კვირის დასაწყისში, ორმა ამერიკულმა ორგანიზაციამ უნივერსიტეტის პროფესორებსა და მასწავლებლების სახელით, სარჩელი შეიტანა მთავრობის მოთხოვნების წინააღმდეგ.
დონალდ ტრამპის ადმინისსტრაციას კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის ჯერ კიდევ არ აღუდგენია $400 მილიონის ღირებულების გრანტი, ხოლო სხვა უნივერსიტეტებზე ზეწოლა გააძლიერა.
ცნობისთვის, კოლუმბიის უნივერსიტეტი გასული წლის პროპალესტინური სტუდენტური საპროტესტო აქციების ეპიცენტრი იყო, რომელიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომსა და სადმი აშშ-ს მხარდაჭერას აპროტესტებდა.

10 მარტს, მაჰმუდ ხალილი, სტუდენტი, რომელიც გასულ წელს ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსზე გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყო, აშშ-ს ფედერალური იმიგრაციის ოფიცრებმა დააკავეს.

ხალილს საიმიგრაციო ორგანოს ოფიცრებმა უთხრეს, რომ მას სტუდენტური ვიზა გაუუქმდა, თუმცა ადვოკატის ცნობით, მისი კლიენტი აშშ-ს კანონიერი და მუდმივი რეზიდენტია, აქვს მწვანე ბარათი და ჰყავს ამერიკელი მეუღლე.