ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფების გამო, Mercedes-Benz-ის მოგება 31%-ით შემცირდა

გერმანული ავტომწარმოებლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, Mercedes-Benz Group-ის წმინდა მოგებამ მესამე კვარტალში 1.19 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს გასული წლის მაჩვენებელზე 31%-ით ნაკლებია. თავად ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ მოგების შემცირება, პირველ რიგში, გაყიდვების შემცირებით და ს ადმინისტრაციის მიერ ათობით ქვეყანაზე დაწესებული იმპორტზე ტარიფების უარყოფითი გავლენით არის განპირობებული.
გარდა ამისა, კომპანიას ასობით მილიონი ევროს დახარჯვა მოუწია გერმანიაში თანამშრომლებისთვის გათავისუფლების ანაზღაურებასა და საზღვარგარეთ წარმოების ოპტიმიზაციაზე. საერთო ჯამში, Mercedes-Benz-მა მესამე კვარტალში ამ ხარჯებზე 876 მილიონი ევრო დახარჯა.
ვრცლად www.kommersant.ru