ტრამპის მემკოინი კრიპტოინდუსტრიას აზიანებს – Reuters

-ს ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ მელანიამ კრიპტოვალუტის ინვესტორების კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურეს, რაც ახალი „მემკოინები“ გამოუშვეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.
ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს სიახლე ძირს უთხრის მოლოდინს, რომ -ს ახალი ადმინისტრაცია ციფრულ აქტივებს სერიოზულად მიიღებს.

არჩეულმა პრეზიდენტმა პარასკევს წარმოადგინა ტოკენი TRUMO, ხოლო მისმა მეუღლემ კვირას დაიწყო პროექტი MELANIA.
CoinMarketCap-ის მონაცემებით TRUMP-ის საბაზრო ღირებულებამ პიკს მიაღწია 15 მილიარდ დოლარამდე, მაგრამ შემდეგ დაეცა 8 მილიარდ დოლარზე დაბლა, რადგან მელანიას „ქოინი“ ყურადღების ცენტრში მოექცა.
ანალიტიკოსების აზრით, მემკოინები ეყრდნობა სოციალური მედიის პოპულარობას, რომელიც შეიძლება გაქრეს ისე სწრაფად, როგორც გამოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ