„ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP), რომლის ინიცირებაც აშშ-მ მის მიერ მხარდაჭერილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი სამიტის შემდეგ მოახდინა, ხსნის ახალ პერსპექტივებს მთელი რეგიონისთვის და შუა დერეფნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს” – რუსული “სპუტნიკის” ინფორმაციით, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP) საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო.
„მნიშვნელოვანია მათ შორის კონკურენციის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები იყოს შეთავაზებული გადამზიდველებისთვის და ამით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი დერეფანი. კონკურენცია ამას მხოლოდ ზრდის“, – თქვა პაპუაშვილმა.




