“ტრამპის მარშრუტის” განსახილველად საქართველოში იმყოფება -ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

საქართველოში იმყოფება -ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროსი მრჩეველი) ჯონათან ასკონასი. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“მისი ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში ასკონასი საბაჟო-გამშვებ პუნქტ “სადახლო საავტომობილოზეც” იმყოფებოდა. პუნქტის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.
სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და „ტრამპის მარშრუტზე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სასაუბროდ, გუშინ, 17 ნოემბერს, ერევანში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ელისონ ჰუკერი.
2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ ს ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
ფორუმი