ტრამპის კომპანიების უკრაინაში შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი. ზელენსკი ვერ აფასებს ამას. ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას

ტრამპის კომპანიების უკრაინაში შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი. ზელენსკი ვერ აფასებს ამას. ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას
ტრამპის კომპანიების უკრაინაში შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი. ზელენსკი ვერ აფასებს ამას. ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას, – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, თუ კი ტრამპი უკრაინაში თავისი კომპანიებით შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ მიატოვებს მას და იქნება მყარი დაცვის გარანტი.
„სამწუხაროდ ვერ ხვდება იმას, რა შესთავაზა ტრამპმა? ტრამპმა მას შესთავაზა ეკონომიკური ოკუპაცია. როცა ეუბნება, რომ მე ამას გთავაზობ, რომ შემოვალ ჩემი კომპანიებით, ხალხი იწყებს იმაზე საუბარს იქ რამდენია ეს წიაღისეული, ღირს თუ არა. აქ სულ სხვა რამე არის.
ეკონომიკური ოკუპაციის ტერმინი, შალიკაშვილი იყო ერთი, მაღალი თანამდებობის პირი ნატო-ში და მან თქვა, რომ „ეკონომიკური ოკუპაცია გაცილებით ხანგრძლივიაო და მყარი ვიდრე სამხედრო ოკუპაციაო“. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ტრამპმა იქ, რომ მისი კომპანიები შევიდნენ და მერე ასეთმა ტრამპმა იქ, რომ რამე აირიოს მიატოვოს.
ტრამპის შეთავაზებას თუ საერთოდ დათანხმდება ეგ კიდევ საკითხავია. იმიტომ, რომ ეს ეკონომიკური ოკუპაციის თემაა. ოკუპაცია ცოტა მძაფრი სიტყვაა, მაგრამ რასაც სთავაზობს ტრამპი უკრაინას, ეს პატარა რამე არ არის გარანტიების სახით.
ახლა უნდა დაველოდოთ იმას სამშვიდობო შეთანხმების შინაარსი რა იქნება. მაგრამ კომპანიების შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი. გასაგებია, რომ უკეთესი იქნებოდა უფრო მყარი მექანიზმები მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ზელენსკი ვერ აფასებს ამ დაცვის მექანიზმების შეთავაზებასაც. ასეთი ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა