ინდოეთის ოთხი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ისინი აშშ-სგან რუსულ ნავთობთან დაკავშირებით განცხადებებს ელოდნენ, თუმცა არა ასეთ კატეგორიულს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ბაზრის მონაწილეები რუსეთიდან ნავთობის შესყიდვების შესაძლო შემცირებისთვის ემზადებოდნენ. თუმცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდის რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის სრულად შეწყვეტის პირობა დადო, მოულოდნელი აღმოჩნდა.
ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ რუსული ნედლეულის შესყიდვების შემცირებას გეგმავენ. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Indian Oil Corp. და კერძო კომპანია Reliance Industries Ltd. ამჟამად რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის პრაქტიკას აფასებენ. Mangalore Refinery and Petrochemicals Ltd.-ის მმართველმა დირექტორმა, მუნდკურ შიამპრასად კამატმა განაცხადა, რომ კომპანია რუსული ნავთობის მომარაგებას არ ამცირებს.
Bloomberg-ის შეფასებით, ოქტომბერში ინდოეთში რუსული ნედლი ნავთობის მიწოდება საშუალოდ დღეში დაახლოებით 1.7 მილიონი ბარელი იქნება, რაც დაახლოებით 6%-ით მეტია სექტემბრის მაჩვენებელზე.
წყარო: kommersant.ru
