ტრამპის კამპანიამ განაჩენის გამოტანის შემდეგ $53 მილიონის შემოწირულებები მიიღო

ტრამპის კამპანიამ განაჩენის გამოტანის შემდეგ $53 მილიონის შემოწირულებები მიიღო
ს კამპანიამ 52.8 მილიონი დოლარის შემოწირულებები მიიღო მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო დოკუმენტების გაყალბებაში. ამის შესახებ The New York Times წერს.
გამოცემის თანახმად, ტრამპის კამპანია ამტკიცებს, რომ ამით მან ყველა წინა რესპუბლიკელ კანდიდატთან შედარებით რეკორდი დაამყარა და ეს გახდა “პირველი ნიშანი”, თუ როგორ ერთიანდებიან რესპუბლიკელები მის გარშემო.
ტრამპის კამპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ განაჩენის გამოტანიდან პირველ რამდენიმე საათში თითქმის 35 მილიონი დოლარის შემოწირულება შეგროვდა, ხოლო დაახლოებით 18 მილიონი დოლარი მოგვიანებით.
The New York Times აღნიშნავს, რომ ტრამპის კამპანიის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ -ს ფედერალურ საარჩევნო კომისიაში მონაცემების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.
Politico-ს ცნობით, აპრილის ბოლოს ს კამპანიას $84 მილიონის შემოწირულებები ჰქონდა, ხოლო ტრამპის კამპანიას – $49 მილიონი.
30 მაისს, ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ისტორიაში პირველად გამოაცხადეს გამამტყუნებელი განაჩენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაში ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან გადახდების დამალვის მიზნით, რაც საფრთხეს უქმნიდა ტრამპის 2016 წლის კამპანიას.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო” და გახარიას პარტია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, მოქმედებენ მათი დღის წესრიგით, რაც გულისხმობს საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა

ირაკლი კობახიძე გახარიასა და „ლელოზე“ – რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, მათი დავალებაა, შეძლებისდაგვარად განაგრძონ საბოტაჟი

არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით