ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება რეიდები არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ-WSJ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია 21 იანვარს, ინაუგურაციისთანავე, ჩიკაგოში მასშტაბური საიმიგრაციო რეიდის დაწყებას გეგმავს. ოპერაცია ერთი კვირა გაგრძელდება და მიზნად ისახავს არალეგალი მიგრანტების იდენტიფიცირებასა და დეპორტაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეიდის ჩასატარებლად დაგეგმილია -ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის 100-დან 200-მდე თანამშრომლის მობილიზება. რეიდის მთავარი სამიზნე იქნება კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტები, მათ შორის ისინიც, ვინც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები ან ჩაიდინა სხვა დანაშაულები, რომლებსაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია დევნისთვის უმნიშვნელოდ მიიჩნევდა.
ჩიკაგო ასეთი რეიდისათვის აირჩიეს ორი მიზეზის გამო: თავისი შედარებით ლოიალური წესების გამო ქალაქი მიგრანტების დიდ რაოდენობას იზიდავს, ხოლო დონალდ ტრამპსა და ქალაქის მერს, დემოკრატ ბრენდონ ჯონსონს შორის დიდი ხნის საზოგადოებრივი დაპირისპირება არსებობს.
Wall Street Journal-ი თანახმად ჩიკაგოს შემდეგ, მსგავსი რეიდები შეიძლება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიში განხორციელდეს.

საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ დაიწყებს “ყველაზე დიდ დეპორტაციის პროგრამას შეერთებული შტატების ისტორიაში”, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნიდან 15-დან 20 მილიონამდე მიგრანტის გაძევებას. არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას თეთრ სახლში პირველივე დღიდან დაიწყებს.
ფორუმი