ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ივანიშვილის მთავრობაში არავის მიუღია

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტის, ს ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ს მთავრობის წარმომადგენლებს არ მიუღიათ. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ფორმულას დაუდასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თქმით, ტრამპის ინაუგურაციაის ცერემონიალზე დასასწრების მიწვევა ქართული ოცნების მიერ დასმულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსაც არ მიუღია.
***
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიდის.
“მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.