დონალდ ტრამპი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა სურს, ამბობს, რომ ის „წაახალისებდა“ რუსეთს, დაარტყას აშშ-ს რომელიმე NATO-ელ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს.
24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში კამპანიის დროს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის დახმარება, ისევე როგორც ნატოს არსებობა.
თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადება შეაფასა, როგორც „შემაძრწუნებელი და დაუფიქრებელი“.
შაბათს, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც არ შეუსრულებია ვალდებულება.
„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“.
ნატოს ქვეყნები 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტდნენ თავდაცვის ხარჯების შემცირებას, რაც ცივი ომის შემდეგ დაიწყეს. 2024 წლისთვის მათ მშპ-ს 2% უნდა დაეხარჯათ თავდაცვაზე.
2016 წლის კამპანიის დროს ტრამპმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მისი ხელმძღვანელობით, შესაძლოა უარი თქვას ნატოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებზე და დაიცვას მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ხარჯავენ მშპ-ს 2%-ს.
2022 წლის მდგომარეობით, ნატოს ახლანდელი 31 წევრი ქვეყნიდან შვიდი ასრულებდა ამ ვალდებულებას. 2014 წელს მხოლდო სამი ქვეყანა იყო ასეთი. 2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა.
ტრამპს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მაღალი რეიტინგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი აქვს წაყენებული 90-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე.
ბრალდება ამტკიცებს, რომ, სხვათა შორის, ის ცდილობდა შეეცვალა წაგებული არჩევნების შედეგები, უკანონოდ შეინარჩუნა სამთავრობო საიდუმლოებები პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს.