ტრამპის თქმით, პუტინს “ალყაშემორტყმული უკრაინელების” დანდობა სთხოვა

-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ გუშინ „ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
„არის ძალიან კარგი შანსი, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს. მაგრამ, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მთლიანად გარშემორტყმულია რუსი სამხედროებით ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში. მე მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ეს იქნებოდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ისინი ყველა“, — წერს სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
სავარაუდოდ ის გულისხმობს რუსეთის კურსკის ოლქში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, რომლებსაც უკანდახევა მოუწიათ რუსეთის შეტევის შემდეგ. მოსკოვმა აღადგინა კონტროლი ოკუპირებული რეგიონის დიდ ნაწილზე.
უკრაინულ მხარეს არ დაუდასტურებია ინფორმაცია, რომ მისი ჯარისკაცები სადმე ალყაში მოექცნენ.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, პირადად ესაუბრა პუტინს თუ სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრაზე საუბრობს.
კრემლის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, 13 მარტს, გვიან ღამით მიიღო -ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და გადასცა დამატებითი გზავნილები დონალდ ტრამპისთვის.
11 მარტს, საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ რუსეთიც დაიცავს მას.
აცხადებს, რომ თანახმაა უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ამან უნდა მიგვიყვანოს „გრძელვადიან მშვიდობამდე” და კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ აღმოფხვრამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სანიკიძე: ანუ, ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის