ტრამპის თქმით, პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ორი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უკრაინაში ომის მოგვარებაში დახმარება სთხოვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ 10 წელია ცდილობს ომის დასრულებას, მაგრამ ვერ ახერხებს.
„მე მას ორი კვირის წინ ვესაუბრე და მან მითხრა: „ჩვენ 10 წელია ვცდილობთ ამ ომის მოგვარებას. ვერ შევძელით ამის გაკეთება. თქვენ მოგვიგვარეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მან რამდენიმე მსგავსი საკითხის ერთ საათში მოგვარება გაეროს დახმარების გარეშე შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ