დონალდ ტრამპი, 2026 წლის 16 მარტი.Annabelle GORDON / AFPაშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ლიბანი ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში გათვალისწინებული არაა. ტრამპს ამ საკითხთან დაკავშირებით PBS-ის ჟურნალისტი, ლიზ ლენდერსი ესაუბრა, რომელმაც საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა.
“კი, შეთანხმება მათ არ მოიცავს.” – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას, შეიტყო თუ არა, რომ ისრაელმა ლიბანში იერიშები მიიტანა.
ლენდერსმა ტრამპს ჰკითხა, თუ რატომ არ ვრცელდება შეთანხმება ლიბანზე.
“ჰეზბოლას გამო. შეთანხმება მათ არ მოიცავს. ესეც მოგვარდება. ყველაფერი რიგზეა.” – თქვა ტრამპმა.
“ეს შეთანხმების ნაწილია, ყველამ იცის ეს. ეს განცალკევებული დაპირისპირებაა.” – თქვა ტრამპმა კითხვის პასუხად, მიესალმება თუ არა ისრაელის იერიშებს.
აქამდე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა, მოიცავდა თუ არა შეთანხმება ლიბანს. ისრაელში ამბობდნენ, რომ მათ ბეირუთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას ობიექტებს დაარტყეს, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ ეხებოდა. საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებდნენ პაკისტანელი მედიატორები.
ისრაელის იერიშების შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე კიდევ ერთხელ ჩაკეტა და შეთანხმების დატოვებას განიხილავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ დრონებით დაარტყეს ქუვეითის ენერგოობიექტებს.