ტრამპის თქმით, თეთრი სახლის აპარატის უფროსად სუზი უაილსს დანიშნავს

-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად, მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მენეჯერს სუზი უაილსს დანიშნავს.

Reuters-ის ცნობით, 67 წლის სუზი უაილსი პირველი ქალი იქნება, რომელიც თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელს დიდი გავლენა აქვს. ის, როგორც პრეზიდენის „კარიბჭე”, მართავს თეთრი სახლის პერსონალს, აწესრიგებს პრეზიდენტის განრიგს და აქვს კომუნიკაცია სხვა სამთავრობო დეპარტამენტებთან და კანონმდებლებთან.

„სუზი ძლიერი, ჭკვიანი, ნოვატორული, საყოველთაოდ აღმაფრთოვანებელი და პატივცემულია. ის დამეხმარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში და 2016 და 2020 წლებში ჩემი წარმატებული კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო.

სუზი გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა ამერიკა კვლავ დიადი გახდეს. პატივია, რომ სუზი შეერთებული შტატების ისტორიაში თეთრი სახლის აპარატის პირველი ქალი ხელმძღვანელი იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჩვენს ქვეყანას ამაყს გახდის […]

ჩვენ მას ყინულის ქალწულს ვეძახით”,  – განაცხადა ტრამპმა.

როგორც „როიტერი“ წერს, სუზი უაილსი რონალდ რეიგანის 1980 წლის საპრეზიდენტო შტაბში მუშაობდა, 2018 წელს კი რესპუბლიკელ გუბერნატორს, რონ დესანტისს, ფლორიდაში არჩევნების მოგებაში დაეხმარა.

უაილსი 2016 და 2020 წლების არჩევნებზე ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიების უფროსი მრჩეველი იყო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ