ტრამპის თქმით, დღევანდელი შეხვედრების შემდეგ პუტინს დაურეკავს

აშშ-ის პრეზიდენტის ს თქმით, სთან და ევროპელ ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
“ის ჩემს ზარს ელოდება, როდესაც ამ შეხვედრას დავასრულებთ”, – თქვა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
მან თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს სამმხრივი შეხვედრის იდეას წამოჭრის.
“შეიძლება გვქონდეს ან არ გვქონდეს სამმხრივი შეხვედრა. თუ სამმხრივი შეხვედრა არ გვექნება, მაშინ ბრძოლა გაგრძელდება და თუ გვექნება, კარგი შანსი გვაქვს – ვფიქრობ, თუ ის შედგება, კარგი შანსია, რომ [ომი] დავასრულოთ”, – თქვა დონალდ ტრამპმა.