ტრამპის თქმით, დაიწყო პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება

-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაიწყო ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის შეხვედრის ორგანიზება.
CNN-ის თანახმად, დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე დაწერა, რომ მან ეს საკითხი ვლადიმერ პუტინთან თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.
“შეხვედრების დასრულების შემდეგ, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი შეხვედრის ორგანიზება, რომელიც ჯერ კიდევ დაზუსტდება”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ს თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ , და თავად დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება შეხვედრა.
მან თქვა, რომ მისი დღევანდელი შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეეხო, რომელსაც “სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით”.