აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ თეთრი სახლი კომპანია Nvidia-ს საშუალებას მისცემს, მის წარმოებაში არსებული რიგით მეორე საუკეთესო H200 ტიპის AI ჩიპები ჩინეთში ექსპორტზე გაიტანოს, რის სანაცვლოდაც კომპანია ამ ჩიპების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების 25%-ს მთავრობას გადასცემს.
Truth Social-ზე ტრამპის პოსტის გამოქვეყნებას მარკეტის დახურვის შემდგომ საათებში ვაჭრობისას Nvidia-ს აქციის ფასების 2%-ით გაზრდა მოჰყვა, რასაც წინ უძღოდა დღიური 3%-იანი ზრდა.
ტრამპის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგსაც აცნობა, რასაც ჩინეთის ლიდერი “პოზიტიურად შეხვდა.” აშშ-ს პრეზიდენტის მიხედვით, ვაჭრობის დეპარტამენტი გარიგების საბოლოო დეტალებზე მუშაობს. ამასთან, მან განმარტა, რომ იგივე გარიგება AMD-ისა და Intel-ის ჩინეთში ექსპორტზეც გავრცელდება.




