ტრამპის თქმით, -მ ირანელ დემონსტრანტებს ქურთი დაჯგუფებების დახმარებით იარაღი გაუგზავნა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან განაცხადა, რომ მან ირანში რეჟიმის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ქურთ მებრძოლთა დაჯგუფებების შუამავლობით “ბევრი თოფი” გაუგზავნა, თუმცა სჯერა, რომ ქურთებმა იარაღი “დაიტოვეს.”
“ჩვენ მათ ბევრი თოფი გავუგზავნეთ. ქურთების მეშვეობით გავუგზავნეთ. ვფიქრობ, ქურთებმა თოფები დაიტოვეს,” – განაცხადა მან.
დეკემბრის მიწურულს ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ასობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა, თუმცა, მალევე პროტესტი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა, ხოლო რეჟიმმა აქციების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობა დაიწყო.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს თებერვლის ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 7 008-ს აღწევს, მათგან 219 ბავშვია, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 53 300-ს აღემატება. თუმცა, სხვა მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, 30 000-საც აჭარბებდეს.
იანვარში ტრამპმა დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ -ს “დახმარება გზაშია.”