ტრამპის თანამოაზრეებმა კონგრესში გრენლანდიის ყიდვის კანონპროექტი წარადგინეს – Fox News

„რესპუბლიკური“ პარტიის კონგრესმენების ჯგუფმა -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მიერ გრენლანდიის ყიდვას გულისხმობს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„რესპუბლიკელმა“ ტენესის შტატიდან ენდი ოგლსმა 10 თანაპარტიელთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი სახელწოდებით „დავუბრუნოთ გრენლანდიას დიდება“.
მათი თქმით, აღნიშნული კანონის დამტკიცების შემთხვევაში -ის არჩეულ პრეზიდენტის დონალდ ტრამპს გრენლანდიის ყიდვის იურიდიული საფუძველი ექნება.
ახალი ინიციატივის თანახმად, ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ დანიასთან გრენლანდიის ყიდვის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ის ვალდებული იქნება კონგრესს, როგორც სახაზინო ფულის განმკარგველს, მიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა