„ტრამპის თამაშის წესები ქართველ ფეროშენადნობების მწარმოებლებზე დადებითად უნდა აისახოს“ – ნუგზარ კევლიშვილი

ვფიქრობ, ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნა უცხოურ ბაზრებზე გაიზრდება, – ამის შესახებ ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში”, რითაც -ის პრეზიდენტის, ს ფოლადის სატარიფო პოლიტიკა შეაფასა, რამაც ფოლადის ღირებულების გაძვირება გამოიწვია.
მისივე ინფორმაციით, ქართული ფეროშენადნობები უმაღლესი ხარისხით არის ცნობილი.
“დონალდ ტრამპის თამაშის წესები ქართველ ფეროშენადნობების მწარმოებლებზე გარკვეულწილად დადებითად უნდა აისახოს. ის გადასახადები, რომლებიც აშშ-მ ევროპის, თუ სხვა ქვეყნების მიმართ დააწესა საკმაოდ მაღალია, რაც აშშ-ს მეტალის მწარმოებლებისთვის წამახალისებელია. ვფიქრობ, რომ აშშ-ში მეტალის წარმოება ცალსახად უნდა გაიზარდოს და იმისთვის, რომ წარმოება სრულფასოვნად მოხდეს საჭიროა ფეროშენადნობები, რომლებსაც აშშ-ში არ აწარმოებენ. შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ აშშ-ს ბაზარზე უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი. ათეული წლებია ქართული ფეროშენადნობები ამერიკის ბაზარზე არიან წარმოდგენილები და კონტრაქტებიც არსებობს, უბრალოდ კრიზისის მიერ გამოწვეული კონკურენციის გამო, მეწარმეებმა აქცენტი გარკვეულწილად ინდოელი კოლეგების პროდუქციაზე გააკეთეს, რომელიც გაცილებით დაბალ ხარისხიანია. ჩემი აზრით, ახლა ის დრო მოდის, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო მოთხოვნადი გახდება.
როგორც იცით “ჯორჯიან მანგანეზი” ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია ევროპაში. ზესტაფონის ქარხანამ ისევ დაიწყო ოპერირება, რამდენიმე ღუმელი უკვე ჩართულია და პროდუქციის გამოშვებას იწყებენ. შევხედავთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში თუ ფასის ზრდა გაგრძელდა და მოთხოვნა თუ გაიზარდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოცულობას “ჯორჯიან მანგანეზი” გაზრდის, რის ხარჯზეც გაიზრდება ექსპორტი, რაც ქართულ ეკონომიკასაც დაეტყობა. გარდა ამისა, სხვა საწარმოებს, რომლებიც გაჩერებულები არიან, ან ნახევარი სიმძლავრით მუშაობენ, ერთი სული აქვთ მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყონ”, – აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.