ტრამპის ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს.
„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა“, – განუცხადა ჟურნალისტებს -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების საშუალებას მისცემს.
„ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, დღეიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფებს დააწესებს.
წყარო: ipn.ge