ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა

ალასკაში დასრულდა პრესკონფერენცია, რომელიც მოჰყვა მოლაპარაკებას -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის.
პრესკონფერენციამ დაახლოებით 10 წუთს გასტანა – პუტინი საუბრობდა 8 წუთის განმავლობაში, ტრამპის სიტყვა 3 წუთი და 53 წამი გაგრძელდა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. პუტინის და ტრამპის გამოსვლების შემდეგ ჟურნალისტებს არ მიეცათ კითხვების დასმის საშუალება.
პირველი სიტყვით გამოვიდა პუტინი, რომელმაც კონსტრუქციული უწოდა ტრამპთან მოლაპარაკებას და აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მეგობრული ტონისთვის. პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპთან ურთიერთგაგებას მიაღწია და და მისი ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა არ დააზიანონ ახლად განვითარებული პროგრესი. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეხვედრის ალასკაში გამართვა ლოგიკური იყო, რადგან ის ორი ქვეყნის საერთო ისტორიის ნაწილია.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია – რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად უნდა აღმოიფხვრას ის, რასაც რუსეთი უწოდებს კონფლიქტის “გამომწვევ მიზეზებს”, რაც მიანიშნებს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას კვლავ არ თანხმდება.
ტრამპის განცხადებით, სამიტზე “დიდი პროგრესი” იქნა მიღწეული – თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.
“არის ბევრი, ბევრი საკითხი, რომლებზეც შევთანხმდით – მე ვიტყოდი უმეტესობაზე, რამდენიმე დიდ [საკითხზე] ჯერ ბოლომდე ვერ გავედით, მაგრამ წინსვლა გვქონდა” – თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აპირებს ნატოელ პარტნიორებს და უკრაინის პრეზიდენტს, ს დაელაპარაკოს ალასკის სამიტის შემდეგ.
პრესკონფერენციიდან ბუნდოვანი დარჩა სამიტზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.
ალასკის სამიტთან დაკავშირებით ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული მიზნები მოიცავდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და პუტინის დათანხმებას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად.
ორი ქვეყნის დელეგაციებმა ალასკა დაგეგმილ დროზე ადრე დატოვეს.
სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყურადღების ცენტრში მყოფი სამიტის ამგვარი დასასრული თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა მის პომპეზურ დასაწყისთან – როცა პუტინი ალასკაში, საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, მას წითელი ხალიჩა დაახვედრეს, ტრამპი პუტინს გულთბილად შეეგება, ბაზაზე გადაიფრინეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა.
პუტინი ძებნილია სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის (ICC) ორდერით – მას ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, უკრაინიდან ასობით ბავშვის გაყვანით. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ტრიბუნალის ორდერს არ ცნობს.
რუსეთი და აშშ არ წარმოადგენენ ICC-ის წევრ სახელმწიფოებს.
radiotavisupleba.ge