ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა

ალასკაში დასრულდა პრესკონფერენცია, რომელიც მოჰყვა მოლაპარაკებას -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის.
პრესკონფერენციამ დაახლოებით 10 წუთს გასტანა, პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. პუტინის და ტრამპის გამოსვლების შემდეგ ჟურნალისტებს არ მიეცათ კითხვების დასმის საშუალება.
პირველი სიტყვით გამოვიდა პუტინი, რომელმაც კონსტრუქციული უწოდა ტრამპთან მოლაპარაკებას და აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მეგობრული ტონისთვის. პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპთან ურთიერთგაგებას მიაღწია და და მისი ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა არ დააზიანონ ახლად განვითარებული პროგრესი. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის ალასკაში გამართვა ლოგიკური იყო, რადგან ის ორი ქვეყნის საერთო ისტორიის ნაწილია.
ტრამპის განცხადებით, სამიტზე “დიდი პროგრესი” იქნა მიღწეული – თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.
“არის ბევრი, ბევრი საკითხი, რომლებზეც შევთანხმდით – მე ვიტყოდი უმეტესობაზე, რამდენიმე დიდ [საკითხზე] ჯერ ბოლომდე ვერ გავედით, მაგრამ წინსვლა გვქონდა” – თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აპირებს ნატოელ პარტნიორებს და უკრაინის პრეზიდენტს, ს დაელაპარაკოს ალასკის სამიტის შემდეგ.
პრესკონფერენციიდან ბუნდოვანი დარჩა მოლაპრაკებებზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.
ალასკის სამიტთან დაკავშირებით ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული მიზნები მოიცავდა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და პუტინის დათანხმებას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ომის დასრულების გზებზე მოსალაპარაკებლად.
ფორუმი