ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში არ გააუმჯობესებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ -ის პრეზიდენტის პოსტზე ს შესაძლო დაბრუნება, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს გავლენას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე.
ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ “უგულებელყო ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრავალი კეთილი ნების ჟესტი”. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ჰქონდა მხედველობაში.
რუსი მინისტრი ირწმუნება, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის, ს დროს ურთიერთნდობამ რღვევა დაიწყო. გარდა ამისა, ლავროვის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული რუსეთთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომის საკითხზე პოლიტიკური დიალოგით.
ლავროვი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. იქ მან კვლავ დაადანაშაულა შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც თითქოსდა ს იყენებენ როგორც პლაცდარმს რუსეთის წინააღმდეგ. მანამდე, მოსკოვში საუბრისას, ლავროვმა თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთმა ცოტა ხნის წინ უარყო აშშ-ის შეთავაზება სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ პირდაპირი დიალოგის განახლებაზე.
ვაშინგტონს ლავროვის განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
CNBC-სთან ბოლოდროინდელ საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ თუ ვერ მოხერხდება უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის შეჩერება, მან, შესაძლოა, მომავალში პირდაპირი აგრესია ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ განახორციელოს. ასეთი სცენარი კი შეერთებულ შტატებს აიძულებს, პირდაპირ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა