ტრამპის გუნდმა უკრაინის ოპოზიციასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა – Politico

ტრამპის გუნდმა უკრაინის ოპოზიციასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა. საუბარია იულია ტიმოშენკოსთან და ს გარემოცვასთან ში ვადამდელი საპრეზიდენტო ს ჩატარების შესაძლებლობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა.
თუმცა ტიმოშენკომ და პოროშენკომ მოგვიანებით ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
„პოლიტიკო“ წერს, რომ უკრაინელ ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებებში ტრამპის გუნდის მაღალი რანგის ოთხი პირი იყო ჩართული.
ს გარემოცვის ოთხმა მაღალი რანგის წევრმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს ს ძირითად პოლიტიკურ ოპონენტებთან კიევში. ზუსტად მაშინ, როცა ვაშინგტონი შეკავშირდა მოსკოვთან, რომ უკრაინის პრეზიდენტი თანამდებობას ჩამოაშორონ. […] ტრამპის მოკავშირეები დარწმუნებულები არიან, რომ ზელენსკი არჩევნებს წააგებს ომით გადაღლილობისა და საზოგადოებრივი იმედგაცრუების გამო, რაც ხალხს აყვავებული კორუფციის გამო აქვს“, — წერს გამოცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის რეიტინგმა უკანასკნელი წლების განმავლობაში იკლო, ისევ მოიმატა 28 თებერვალს ტრამპთან თეთრ სახლში მძიმე და დაძაბული შეხვედრის შემდეგ. როგორც უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, ზელენსკი ისევ სათავეში მოექცა პრეზიდენტობის მსურველ შესაძლო კანდიდატებს და მნიშვნელოვნად უფრო პოპულარულია, ვიდრე იგივე ტიმოშენკო და პოროშენკო. ბრიტანული სოციოლოგიური კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 44% საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ზელენსკის დაუჭერს. 20%-ზე მეტით ჩამორჩება ზელენსკის მეორეადგილოსანი , უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და უკრაინის მოქმედი ელჩი დიდ ბრიტანეთში. გამოკითხულთა 10% უჭერს მხარს პოროშენკოს, 5.7% — ტიმოშენკოს.
გავრცელებულ ინფორმაციას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართული საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ ტიმოშენკო და პოროშენკო. ორივე მათგანმა ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულებამდე უკრაინაში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგები არიან.
-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ტრამპი არ ერევა უკრაინის შიდა პოლიტიკაში. ამ კვირაში ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა უარყო, რომ მისი ლიდერი უკრაინის პოლიტიკაში ერევა და დაამატა, რომ ტრამპს არაფერი უნდა გარდა იმისა, მიაღწიოს მშვიდობას. თუმცა ტრამპისა და მისი მაღალჩინოსნების ქცევა სრულიად საპირისპირო მოტივებზე მოწმობს. ტრამპმა ზელენსკის ბრალი დასდო, რომ ის „დიქტატორია არჩევნების გარეშე“, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა კი კიევს დაუსაბუთებლად დასდო ბრალი არჩევნების გაუქმებაში“, — წერია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
გამოცემის მიხედვით, ყველა იმ გეგმის მთავარი ასპექტი, რაც კულუარულად განიხილება, ისაა, რომ ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ ჩატარდეს, რაც ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება მიიღწევა, თუმცა მანამდე, სანამ სრულმასშტაბიანი მოლაპარაკებები დაიწყება. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისკენ კიევს ც „აწვება“, რომელსაც უკვე დიდი ხანია ზელენსკის თავიდან მოშორება სურს.
როგორც ტიმოშენკო, ისე პოროშენკო, ასევე ს მერი ვიტალი კლიჩკო საჯაროდ აქამდეც გამოდიოდნენ საომარი ქმედებების დასრულებამდე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ. თუმცა მათთან დაკავშირებით „პოლიტიკოსთან“ ისაუბრა რესპუბლიკელთა შორის საგარეო პოლიტიკის მოწინავე ექსპერტმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება და აღნიშნა, რომ „ტიმოშენკო და პოროშენკოს ხალხი ტრამპის წარმომადგენლებთან პოზიციონირებენ, როგორც ადამიანები, რომლებთანაც მუშაობა უფრო ადვილი იქნება და ისინი ბევრ რამეს დათანხმდებიან ისეთს, რასაც ზელენსკი არ თანხმდება“.
ტრამპის გარემოცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნებზე და არჩევნებთან თავის დამოკიდებულებაზე მკაფიოდ და დამაზუსტებლად ისაუბრეს ზელენსკის ოპონენტებმა, იულია ტიმოშენკომ და პეტრო პოროშენკომ.
„უკრაინა, როგორც ეს მკაფიოდ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მზადაა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი უხელმძღვანელებს. „ბატკივშინას“ გუნდი მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა ჩვენს მოკავშირესთან, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, ომის დასრულებამდე უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე სიტყვის თქმაც კი ზედმეტია“, — განაცხადა ტიმოშენკომ.
პოროშენკოს თქმით ის ომის დროს არჩევნების ჩატარების კატეგორიულად წინააღმდეგია, მიუხედავად იმისა, რომ არ ერიდება არც ზელენსკის ხელისუფლების კრიტიკას არჩევნებთან მიმართებით.
„განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც ფულს არმიას ართმევს და ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობს, არაკონსტიტუციური და სასამართლოს გვერდის ავლით ასანქცირებს, თავიდან იშორებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა და წინასაარჩევნო სამზადისის სცენარია.
ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც შეწყდება ცეცხლი და ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებით. ამით დასრულდება საომარი მდგომარეობა და არაუგვიანეს 180 დღის შემდეგ ქვეყანაში შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მხრიდან ნების გამოხატვას და მოიპოვებს თავისუფალი სამყაროს ნდობას“, — განაცხადა პოროშენკომ.
ამავე თემაზე:
· „მაშინ დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის იქნება მზად“ — ტრამპი ზელენსკიზე
· ზელენსკი მზადაა, ტრამპს ისევ შეხვდეს