ტრამპის გუნდი USAID-ის თანამშრომლებისა და გრანტის მიმღებების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს – The Hill

აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია არ გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლების ან გრანტის მიმღებების წინააღმდეგ. ამის შესახებ The Hill-ზე იუწყება.
გამოცემის წყაროების თანახმად, USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებელმა პიტერ მაროკომ ამერიკელ კანონმდებლებს დახურულ ბრიფინგზე განუცხადა, რომ ის და მისი თანამშრომლები განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეების იუსტიციის დეპარტამენტისთვის გადაცემას.
ბრიფინგზე ერთ-ერთმა დამსწრემ აღნიშნა, რომ უცნობია, განახორციელებს თუ არა ტრამპის გუნდი მუქარას. მაგრამ ეს განიხილებოდა, როგორც მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც მიიღეს პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე.
ცნობისთვის, ტრამპმა 20 იანვარს, თანამდებობის დაკავების შემდეგ ქვეყნის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შემოწმებამდე მათი 90 დღით შეჩერების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.