ტრამპის გუნდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გაყვანას გეგმავს

ტრამპის გუნდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან -ის გაყვანას გეგმავს
ს გუნდი აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
წყაროები ამბობენ, რომ ტრამპის გუნდის წევრებმა ექსპერტებს აცნობეს თავიანთი სურვილის შესახებ და ამის გამოცხადებას გეგმავენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს.
ტრამპის გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის უნიკალური ორგანიზაცია და იმედოვნებდა პარტნიორობას ამერიკელ პოლიტიკოსებთან.
„ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად. მჯერა, აშშ-ის ლიდერებს ესმით, რომ აშშ არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, თუ დანარჩენი მსოფლიო არ იქნება უსაფრთხო“, – თქვა გებრეიესუსმა.
როგორც მედია წერს, იმ შეთმხვევაში, თუ აშშ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ეს ზიანს მიაყენებს ორგანიზაციის უნარს, უპასუხოს ჯანდაცვის კრიზისებს, როგორიცაა მაგალითად, კორონავირუსის პანდემია. აშშ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთადერთი უმსხვილესი დონორი, რომელიც უზრუნველყოფდა დაფინანსების დაახლოებით 16%-ს 2022-2023 წლებში.
წყარო: 1tv.ge