ტრამპის გუნდი “ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეზე”: ბაიდენს მოვუწოდებთ, ქრისტიანებს მოუბოდიშოს

აშშ-ს პრეზიდენტის, ს მიერ 31 მარტის “ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ” გამოცხადების ფონზე, ექსპრეზიდენტ ს კამპანიის გუნდმა მას მილიონობით ქრისტიანისთვის დაუყოვნებლივ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
ტრამპის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, “შემზარავი და შეურაცხმყოფელია”, რომ ბაიდენმა “აღდგომის კვირა დღე ‘ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ’ ფორმალურად გამოაცხადა”.
ლევიტმა თქვა, რომ ბაიდენის განცხადება მისი ადმინისტრაციის მიერ “ქრისტიანულ მრწამსზე იერიშის” მაგალითია.
“ჩვენ მოვუწოდებთ ჯო ბაიდენის წარუმატებელ გუნდსა და თეთრ სახლს, რომ მოუბოდიშოს მთლიანად ამერიკაში მილიონობით კათოლიკესა და ქრისტიანს, რომლებსაც სწამთ, რომ ხვალინდელი დღე მხოლოდ ერთი დღესასწაულისთვისაა – იესო ქრისტეს აღდგომისთვის”. – თქვა ლევიტმა.
პრესმდივანმა დაამატა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი სააღდგომო სახელოვნებო კონკურსზე კვერცხების რელიგიური დიზაინის აკრძალვის შემდეგ გადადგა.
კონკურსისთვის გაცემულ ბროშურებზე წერია, რომ სააღდგომო კვერცხის დიზაინი “არ უნდა შეიცავდეს საეჭვო შინაარსს, რელიგიურ სიმბოლოებს, გადაჭარბებულად რელიგიურ თემატიკას ან მიკერძოებულად პოლიტიკურ განცხადებებს”.
პირველი ლედის ადმინისტრაციის სპიკერის თქმით, სააღდგომო კვერცხების დეკორირების აღნიშნული წესები უკვე 45 წელია, რაც მოქმედებს.
ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ 31 მარტი ყოველ წელს აღინიშნება ტრანსგენდერთა მოძრაობის საპატივსაცემოდ, მაგრამ წელს ის მრავალი ქრისტიანისთვის აღდგომის დღეს დაემთხვა.
“დღეს, ჩვენ ვუგზავნით შეტყობინებას ყველა ტრანსგენდერ ამერიკელს: თქვენ უყვარხართ. თქვენი ხმა გაგონილია. თქვენი ესმით. თქვენი ადგილი აქ არის. თქვენ ხართ ამერიკა და მთელი ჩემი ადმინისტრაცია და მე ზურგს გიმაგრებთ. ახლა, შესაბამისად, მე, ჯოზეფ რ. ბაიდენ ჯუნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და შეერთებული შტატების კანონებით ჩემდამი ბოძებული უფლებამოსილებით 2024 წლის 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ ვაცხადებ”. – წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპის გუნდმა მოწოდება ამერიკელი რესპუბლიკელების მიერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოთქმული აღშფოთების ფონზე გაავრცელა.
“ბაიდენის თეთრმა სახლმა აღდგომის ცენტრალურ პრინციპს უღალატა, რაც არის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. წმინდა ჭეშმარიტებისა და ტრადიციის აკრძალვა, ამავდროულად კი სააღდგომო კვირის “ტრანსგენდერთა დღედ” გამოცხადება აღმაშფოთებელი და საზიზღარია. ამერიკელი ხალხი ამას ითვალისწინებს”. – თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.