ტრამპის გუნდი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და კეთილდღეობის პოლიტიკით შემოდის. ეს კი საქართველოს ხელისუფლების სავიზიტო ბარათია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სამხრეთ კავკასიაში -ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დროა სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის ეპოქა დაიწყოს. მართალია მან ამ ეტაპზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე მიუთითა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში რომ დომინანტი სახელმწიფო საქართველოა, ეს ჩვენზე უკეთ მათ იციან“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ამას პროგნოზირებდნენ ექსპერტები, რომ ში ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ჯერი დადგებოდა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაცია სიტუაციის არევას ეცდებოდა. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ს ადმინისტრაციამ მილიონობით დოლარი დახარჯა ვითარების ასარევად, თუმცა ს გუნდმა მას აჯობა.
მისი თქმით, ახლა იკვეთება სამხრეთ კავკასიის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის იმიჯი, ეს კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლისა და ეკონომიკური განვითარების გასაღებია. “ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დროა სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის ეპოქა დაიწყოს.
მართალია მან ამ ეტაპზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე მიუთითა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში რომ დომინანტი სახელმწიფო საქართველოა, ეს ჩვენზე უკეთ მათ იციან. იმასაც კარგად აანალიზებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობა საქართველოს მონაწილეობის გარეშე ვერ მოხერხდება.
მითუმეტეს, ბოლო პერიოდში საქართველომ აიღო ფასილიტატორობა ამ ორ სახელმწიფოს შორის და წარმატებულად მართავს პროცესებს. ესეც საუკეთესოდ იცის ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ. ტრამპი საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სუბიექტს რეგიონში, ფრთხილად უახლოვდება. მისი იდეოლოგია და პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან.
როდესაც საერთო ენა და შეხების რამდენიმე წერტილი არსებობს სახელმწიფოებს შორის, მათ შორის საუკეთესო პარტნიორობა მყარდება. სწორედ ამას ვპროგნოზირებდით, უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ სამხრეთ კავკასიის ჯერი დადგებოდა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა სიტუაცია აერია და ჩვენი ქვეყნისთვის მტრული მიზნები განეხორციელებინა. ამაში მილიონობით დოლარი დახარჯეს, თუმცა, რაგინდ გასაკვირი ჩანდეს, ივანიშვილის გუნდმა პატარა საქართველოდან დიდ სახელმწიფოს ჭკუით აჯობა და პროცესები მოუგო. ეს დასაფასებელი და საინტერესოც იქნება ამერიკის ახალი ხელმძღვანელობისთვის, რომლის მესიჯებიც ოცნების გუნდის მესიჯების იდენტურია.
უმნიშვნელოვანესი პროცესების მოლოდინში იკვეთება სამხრეთ კავკასიის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის იმიჯი. ეს პირველი შემთხვევაა, რაც გლობალურმა პროცესებმა მოიტანა და ეს გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. აქ არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავლის, პოლიტიკური სტატუსის თუ ეკონომიკური განვითარების გასაღებიც,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან