ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს ამზადებენ მსოფლიოში. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა – საზოგადოება „ქართული“
ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს ამზადებენ მსოფლიოში. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
„საბედნიეროდ, ჩვენ მარტონი არ ვართ გლობალური ომის პარტიის მსახურ აგრესიულ ნეოლიბერალიზმთან ურთულეს დაპირისპირებაში. ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს ამზადებენ მსოფლიოში. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა, ვინც იდენტობას, ისტორიულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს ერთგულებს, ნამდვილ ევროპასთან, აშშ-სთან და დასავლეთთან. ისინი არიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები რუსულ ოკუპაციასა და საფრთხეებთან გამკლავებაში, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი სუვერენიტეტი და მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთებში სწორად ორიენტირებაა.
ჩვენი ექსპერტები მომავალშიც შეეცდებიან საზოგადოებას დღევანდელობის აქტუალურ თემებზე დასავლელი პოლიტიკოსებისა და სწავლულების მოსაზრებები შესთავაზონ, რათა ჩვენს ყოფაში მეტი პრაგმატიზმი და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციების ღრმა ცოდნა დამკვიდრდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.