ტრამპის გზავნილები პრესკონფერენციიდან: უკრაინა-რუსეთი, NATO, პანამის არხი, გრენლანდია

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ტრამპმა -ს მოქმედი პრეზიდენტი, ში მიმდინარე ომის საკითხში გააკრიტიკა.

მისი თქმით, ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, ს პროვოცირება მოახდინა, რომ თავს დასხმოდა უკრაინას, რადგან რუსეთმა ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა და სისუსტე დაინახა. ტრამპი ამბობს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს თეთრმა სახლმა ბევრი შეცდომა დაუშვა უკრაინის NATO-ში მიღების მოლაპარაკებებში.

ტრამპის თქმით, პუტინს არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმისთვის, რომ არ სურდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანება.

“მე მიმაჩნია, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმება და შემდეგ ბაიდენმა ის დაარღვია. მათ ჰქონდათ შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებდა უკრაინას და ყველა დანარჩენს, მაგრამ ბაიდენმა თქვა: “არა, თქვენ უნდა გქონდეთ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა”. – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ახლა გაცილებით გართულდა, მაგრამ მომავალში შესაძლოა უფრო გამწვავდეს – “ეს ომი შეიძლება გახდეს ბევრად უარესი, ვიდრე ახლა არის”. – თქვა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, როდის გეგმავს უკრაინაში მიმდინარე ომის განსახილველად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, ტრამპმა უპასუხა: “ვერ გეტყვით ამას, მაგრამ ვიცი, რომ პუტინს სურს შეხვედრა. არ მიმაჩნია მართებულად, 20 რიცხვამდე შევხვდე”.

ამასთანავე, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.

პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა.

ტრამპმა ასევე არ გამორიცხა სამხედრო ძალის ან ეკონომიკური იძულების გამოყენება პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. შესაბამის კითხვაზე ტრამპმა უპასუხა: “არა, ვერცერთზე ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ერთს გეტყვით, ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება”. – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ შესაძლოა, მან ს მაღალი ტარიფები დაუწესოს.

“ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. ხალხმა ნამდვილად არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ თუ აქვს, უნდა დათმოს, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის”. – თქვა ტრამპმა.

აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, გამოიყენებდა თუ არა სამხედრო ძალას კანადის წინააღმდეგ, რაზეც უპასუხა: “არა, ეკონომიკურ ძალას”.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სურს მექსიკის ყურეს სახელი ამერიკის ყურედ გადაერქვას.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ შევცვალოთ მექსიკის ყურის სახელი ამერიკის ყურედ, რაც ლამაზად ჟღერს. ამერიკის ყურე დიდ ტერიტორიას მოიცავს, რა ლამაზი სახელია და შესაფერისი”. – თქვა მან და მექსიკას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაეხმაროს აშშ-ს საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შეჩერებაში. ასევე ისაუბრა მექსიკისთვის ტარიფების დაწესების პირობაზე.

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ახლო აღმოსავლეთზეც ისაუბრა. ტრამპის თქმით, თუკი ღაზაში მყოფი მძევლები მის ინაუგურაციამდე, ანუ 20 იანვრამდე, არ გათავისუფლდებიან, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დატრიალდება.

“ეს არ იქნება კარგი ჰამასისთვის და გულწრფელად რომ ვთქვა, არ იქნება კარგი არავისთვის. ჯოჯოხეთი დატრიალდება. რეალობა ესაა, მეტი არაფრის თქმა არაა საჭირო”. – თქვა ტრამპმა და კვლავ გაიმეორა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა, “არასდროს არ უნდა მომხდარიყო”.

წყარო