ინდური ფარმაცევტული კომპანიების აქციები ორშაბათს, ჯამში 1.6 პროცენტით დაეცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა მედიკამენტების ფასების 30-დან 80 პროცენტამდე შემცირების გეგმები, იტყობინება Reuters.
ყველაზე მეტი ზარალი Sun Pharma-მ განიცადა, მისი აქციები 4.6%-ით დაეცა.
Zydus Life-ისა და Cipla-ს აქციებიც 0.7%-ით დაეცა, Divi’s Laboratories-ისა და Lupin-ის აქციები კი 2%-ით, ხოლო Biocon-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა.
