ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისი კონსულტანტი შესაძლოა, ილონ მასკი გახდეს

იმ შემთხვევაში თუ ტრამპი -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს შესაძლოა მისი კონსულტანტი Tesla-სა და SpaceX- ის დამფუძნებელი ილონ მასკი გახდეს. – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The wall street Journal ავრცელებს.
WSJ- ის ცნობით ტრამპმა მასკს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის არჩევნებს მოიგებს მას საკუთარ საქმეებში „უფრო აქტიურად ჩართავს“ მისივე თქმით მასკის როლი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მხარეებმა აქტიურად განიხილეს თუ როგორ შეუძლია მას საემიგრაციო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა.
მიუხედავად იმისა, რომ მასკი და ტრამპი ორი წლის წინ ერთმანეთს აკრიტიკებდნენ მათ შორის ურთიერთობა დათბა და წყაროს ცნობით ერთმანეთს პერიოდულად ურეკავენ. საუბრისას ტრამპი და მასკი იმიგრაციის, ახალი ტექნოლოგიების და მეცნიერების, მათ შორის აშშ-ის კოსმოსური სექტორის საკითხებზე საუბრობენ. წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ მათი შეხედულებები ერთმანეთისას ემთხვევა. მაგალითად მასკსა და ტრამპს შორის ბოლო დროინდელი საუბარი შეეხო X-ის, Tesla-სა და SpaceX-ის, ასევე ზოგადად ელექტრომობილების ინდუსტრიის მუშაობას. მასკმა ტრამპს სთხოვა, უფრო ხშირად ეწერა X-ზე, სადაც ყოფილ პრეზიდენტს ადრე 88 მილიონი გამომწერი ჰყავდა.