ტრამპის განცხადებით, 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლშიბაჰრეინის მემკვიდრე პრინცთან, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 150-ზე მეტ ქვეყანას ერთ წერილს გაუგზავნის, სადაც ტარიფების დონე იქნება განსაზღვრული.
„ეს ყველასთვის იგივე იქნება, ამ ჯგუფისთვის ერთნაირი იქნება. ისინი დიდი ქვეყნები არ არიან და იმდენი ბიზნესი არ აქვთ, რამდენიც მათ, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად, ჩინეთსა და იაპონიას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა აპრილში ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი საბაზისო ტარიფი გამოაცხადა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, კანადას, იაპონიას, მოლდოვას, ბრაზილიასა და სხვებს ტარიფების შესახებ აცნობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან.
www.interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა