დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია.
„ისინი [რაკეტები] უკვე იგზავნება. ისინი გერმანიიდან მიდის, შემდეგ კი გერმანია მათ ანაცვლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, Patriot-ის სისტემის რაკეტების სანაცვლოდ „აშშ თანხას სრულად მიიღებს“.
„ჩვენ ნატო სრულად გადაგვიხდის. ზოგიერთ შემთხვევაში კი, თანხას ევროკავშირის ქვეყნები პირდაპირ გადაგვიხდიან. ჩვენს ფულს სრულად ვიბრუნებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის რაკეტების გაგზავნის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი არ ჰქონია.
www.interpressnews.ge
