ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის მოგვარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კარგი ახალი ამბები მოხდეს

-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ერთი კვირით შეწყვეტასთან დაკავშირებით მის თხოვნას დასთანხმდა.
ტრამპის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
„ვკითხე, შეეძლო თუ არა მას ერთი კვირით შეეჩერებინა დაბომბვა, არ გაესროლა რაკეტები კიევში ან სხვა ქალაქებში და ის დათანხმდა ამის გაკეთებას. ასე რომ, ეს უკვე რაღაცაა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის მოგვარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კარგი ამბები მოხდეს.
„ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვმუშაობთ. პირველი შემთხვევაა, როცა ამაზე ვსაუბრობ. იცით, ვფიქრობ, შეიძლება კარგი ამბები გვქონდეს,“ – აღნიშნა ტრამპმა.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)