ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელში იმყოფება და ქნესეთში სიტყვით გამოდის.
- თავდაპირველად, როდესაც ტრამპმა გამოსვლა დაიწყო, მცირე არეულობა იყო და აშშ-ის პრეზიდენტი იძულებული გახდა გამოსვლა შეეჩერებინა.
ამის მიზეზი კი ქნესეთის მემარცხენე წევრი გახდა, რომელმაც ტრამპს მოუწოდა, აღიაროს პალესტინა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროტესტს ქნესეთში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც, დაცვამ ის გაიყვანა.
“ეს ძალიან ეფექტური იყო“, – თქვა ტრამპმა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა.
მცირე ინციდენტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა გაგრძელდა.
“ეს ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია“, – განაცხადა მან. ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და “განსაკუთრებული გამბედაობის კაცი” უწოდა.
ასევე მადლობა გადაუხადა არაბულ ერებს, რომლებმაც მოლაპარაკებებში დახმარება გაუწიეს. მისი თქმით, ეს არის “წარმოუდგენელი ტრიუმფი“.
ეს იქნება ისრაელის ოქროს ხანა, მთელი რეგიონისთვის”, – თქვა ტრამპმა.