ტრამპის გამარჯვების ეფექტი – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის პოზიცია ცნობილია. უმრავლესობამ მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი რესპუბლიკელების კანდიდატი გახდა. ახლა ყველა ელოდება რას მოიმოქმედებს ტრამპი და როგორ საგარეო პოლიტიკას განახორციელებს. რა გავლენა ექნება -ის საპრეზიდენტო ს შედეგებს გლობალური მასშტაბით? საკითხზე კომერსანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.
ერთ-ერთი აქტუალური საკითხი უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება. ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ამბობდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ში ომი მალე დასრულდებოდა. ცნობილია რესპუბლიკური პარტიის ნაწილის პოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ ოფიციალური ს ფინანსური და მორალური მხარდაჭერა არსებული დოზით აღარ უნდა გაგრძელდეს. ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტის გიორგი ლაბაძეს ვკითხეთ, რა შეიძლება შეიცვალოს შტატების მიერ უკრაინის მხარდაჭერაში. ის გვპასუხობს, რომ სთვის უკრაინის ჩაბარება მსოფლიო წესრიგისთვის კატასტროფა იქნება, რასაც კიდევ ერთი ახალი კონფლიქტის წარმოშობა მოჰყვება. ამ შემთხვევაში ჩინეთი ტაივანის დაპყრობას შეეცდება.
,,უკრაინის რუსეთისთვის ჩაბარება იქნება მსოფლიო წესრიგისთვის კატასტროფა. ამას ჩვენ თუ ვხვდებით, რამენაირად ცნობილი იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც. საკმაოდ გამოცდილი ადამიანები იქნებიან მის ადმინისტრაციაში. ამას არავინ არ დაუშვებს, რომ ასეთი ალიანსები შეიქმნას. თუ უკრაინას დაუთმობენ რუსეთს ხელაღებით, ცხადია გაჩნდება ძალიან დიდი ბზარი ნატოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალ კავშირებს, რაც უნდა ამერიკას რომ გაავრცელოს, ამას საფრთხე შეექმნება. არსებობენ რესპუბლიკურ პარტიაში ძალები, რომლებიც იძახიან, რომ ნაკლები მხარდაჭერა უნდა გაუგზავნონ უკრაინას, მაგრამ არსებობენ ის ძალებიც, რომელიც იძახიან, რომ თუ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ შემდეგი კონფლიქტის კერა იქნება ტაივანი, სადაც ჩინეთი შეიჭრება. ეს ამერიკისთვის იქნება კატასტროფული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მომენტი. პარტიის ამ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება უკრაინის მიტოვება, არც თუ ისეთი ცუდი პოზიცია აქვს, რადგან შემდეგი კონფლიქტი იქნება ტაივანში.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავის დროზე ტრამპის ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად ჩინეთი მიიჩნია. განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას რუსეთი წარმოადგენს.
,,თავის დროზე, ტრამპის გუნდმა, შეიძლება ითქვას, რომ შეცდომა დაუშვა და ნომერ პირველ საგარეო მტრად ჩინეთი დაასახელა. მიზეზი იყო ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერება. ის ეწეოდა ამერიკას, რის გამოც ჩინეთი მთავარ უშიშროების ამოცანად იქცა. აქ დაუშვეს შეცდომა, რადგან ჩინეთი პირდაპირ ექსპანსიაზე არ გადასულა. ეს მომენტი იქნა გადახედილი და ტრამპის გუნდმა არჩევნებამდე თქვა, რომ ნომერ პირველი უშიშროების ამოცანა რუსეთია. რატომ გადაიფიქრეს რესპუბლიკელებმა და მიიჩნევენ რუსეთს პირველ საფრთხედ? იმიტომ, რომ ყველაზე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა რუსეთმა. მათ შეიყვანეს კორეელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაზე. იმუქრებიან, რომ უკრაინაშიც გადაიყვანენ. არსებობს ცნობა, რომ ჯარის ნაწილი უკვე იმყოფება უკრაინაში. ეს არის ერთგვარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთთან არანაირ კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება. ის არის უსაფრთხოების ნომერ პირველი მტერი. ჩრდილოეთ კორეა არის ქვეყანა, რომელიც ბოლო 70 წელია ბირთვული რაკეტებით ემუქრება ამერიკას. მისი ჯარისკაცები შეჰყავს რუსეთს. ამ ფაქტმა რუსეთი წარმოადგინა როგორც აშკარა აგრესორი და ამერიკის ცალსახა მოწინააღმდეგე. ამან შეკრა ერთგვარი ჯაჭვი, რომელიც ცალსახად აჩვენებს თუ რომელ მხარეს დგანან რუსები და რამდენად საჭიროა, რომ შტატები დაეხმაროს უკრაინას.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
რაც შეეხება დანარჩენ კონფლიქტის კერებს, გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ს ცალსახა მხარდამჭერი იქნება. ირანის მიმართ კი მტრულად განწყობილი.
,,ირანის მიმართ ტრამპის პირველი ადმინისტრაცია ძალიან მკაცრი იყო, განსხვავებით ბაიდენის ადმინისტრაციისგან. ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმებიდან გავიდა. ბაიდენის ადმინისტრაციას კი სურდა შეთანხმებაში დაბრუნება, მაგრამ ვეღარ გარისკეს, რადგან ბევრი ებრაელი ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. მათ იცოდნენ, რომ ირანთან დათმობა ამ ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. მოხდა ისე, რომ ირანს დარჩა ნავთობის გაყიდვის საშუალება და ამით გარკვეული ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების საშუალება დარჩა. ამდენად, ის რომ ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელის ცალსახა მხარდამჭერი იქნება და ირანს ხელს შეუშლის ეს ცხადად ჩანს და გამოჩნდება კიდევ უფრო მეტად. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჩვენს რეგიონში ირანის გააქტიურება ჩვენთვის მაინცდამაინც სახარბიელო მოვლენა არ იქნება. საუბარია ავტოკრატიულ ირანზე. ირანი არის რუსეთის აშკარა მოკავშირე. წინა კვირაში სალავიოვმა თქვა, რომ ამერიკას უნდა, რომ ირანს შეუტიოს ჩრდილოეთიდან და თუ საქართველოს წავართმევთ ამერიკას, ამით დავიცავთ ირანსო და მოვახდენთ ირანთან გაერთიანებასო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია ისეთი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის არსებობა, რომელიც ირანის წინააღმდეგ არის მტრულად განწყობილი.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიმუშავებთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე – რუსეთის საგარეო უწყება