ტრამპის გამარჯვების გამო მსოფლიოში ნედლეულზე ფასები ეცემა

აშშ-ში საპრეზიდენტო ს შემდეგ დოლარი გამყარდა. შედეგად საქონლის ფასები, ნავთობიდან დაწყებული ლითონებითა და მარცვლეულით დამთავრებული დაეცა. ნავთობის ფასი დაახლოებით 1,5%-ით, ხოლო სპილენძი 2%-ზე მეტით დაეცა. ძვირფას ლითონებზე ფასი, მათ შორის ოქროზე სტაბილური დარჩა. ეს არის სასაქონლო ბაზრების პირველი რეაქცია -ში ჩატარებულ არჩევნებზე და ხმების დათვლის პროცესზე.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით ჩინეთის რკინისა და ფოლადის ინდუსტრია შესაძლოა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს. ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-ს წარმოების გასაზრდელად ჩინურ საქონელზე 60%-იანი ტარიფების დააწესებს. ანალიტიკოსების მოლოდინით, ნავთობის გლობალური მიწოდება შეიძლება შეფერხდეს, თუ ტრამპის ადმინისტრაცია ირანიდან ნავთობის მიწოდებაზე სანქციებს გაამკაცრებს. ირანიდან დღეში დაახლოებით 1,3 მილიონი ბარელის ექსპორტი ხორციელდება.
ტრამპის გაიმარჯვებისა და ჩინურ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების შემთხვევაში პეკინს შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე საპასუხო ტარიფების შემოღება მოუწიოს. მათ შორის ამერიკულ სოიოზე. პეკინმა აშშ-ს სოიოს იმპორტზე დამოკიდებულება შეამცირა, თუმცა ჩინეთში ზეთის ექსპორტიორებს შორის შტატები მთავარ მოთამაშედ რჩება.
ტრამპის გამარჯვებამ აშშ-ს საპროცენტო განაკვეთების პერსპექტივა შეიძლება გაართულოს. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა მონეტარული პოლიტიკის საკითხზე ორდღიან შეხვედრას გამართავს. მოსალოდნელია, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის კიდევ 25 საბაზისო პუნქტით შემცირების თაობაზე.